საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრეინინგ-კურსი - "სამეცნიერო ნაშრომის შექმნა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში ტარდება ტრეინინგი თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ბოლო სემესტრელი სტუდენტებისთვის.

ტრენინგის თემებია:
•სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა და  მახასიათებლები;
•თეორიული ლიტერატურის მოძიება და დამოწმება;
•როგორ დავწეროთ საბაკალავრო ნაშრომი?;
•როგორ დავწეროთ სამაგისტრო ნაშრომი?;
•როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?

სტუდენტები გაეცნობიან სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტრატეგიებს, პლაგიატის პრევენციის საშუალებებს, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრენინგზე გამოყენებული მასალებით.

ფასილიტატორი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი;

დრო:30 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 16:00-20:00 სთ;

ადგილი: თსუ მეორე აკადემიური კორპუსის კომპიუტერული რესურს ცენტრი.


პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს თსუ-ის სტუდენტებს.

აპლიკაციის შესავსებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე.

თარიღი: 29/11/2018